საქართველოში დროშები დაშვებულია – ანანიაშვილი მოსკოვში ცეკვავს

1456418715828836ინო ანანიაშვილი მოსკოვშია. ქართველი პრიმა ბალერინა თავისი პედაგოგის რაისა სტრუჩკოვას ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას, რომელიც დღეს 25 თებერვალს იმართება. კონცერტის რეჟისორიც თავად ნინო ანანიაშვილია, მოსკოვში იმყოფება თბილისის საბალეტო დასის ერთი ნაწილიც.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 95 წლისთავზე, ქართველი პრიმაბალერინას ოკუპანტ ქვეყანაში გასტროლმა ქართულ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ მაშინ, როდესაც რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია მრავალჯერადად განახორციელა და ქვეყანა ჯერ კიდევ ოკუპაციის რეჟიმში ცხოვრობს, 25 თებერვალს, როცა ქვეყანა რუს დამპყრობლებთან ბრძოლაში დაღუპულ გმირ იუნკერებს გლოვობს, რუსეთში კონცერტების გამართვა ქართველი ხელოვანისთვის მიუღებელი უნდა იყოს.

Leave a comment