სტანისლავ ბონდარენკო თბილისში ჩამოდის

1456475692823517

რუსეთში მოღვაწე, უკრაინელი მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო საქართველოში ჩამოდის. ქართველი ქალების გულთამპყრობელი თბილისს 9 მარტს ეწვევა. მისი ვიზიტი ქველმოქმედებას უკავშირდება. ყველაფერი კი ასე დაიწყო. ორმა გოგონამ, ელენე თარგამაძემ და ნათია ქარდავამ სოციალური ქსელიდან შეიტყვეს, რომ 17 წლის მიხეილ სხვიტარიძეს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და დახმარება ესაჭიროებოდა. გოგონებმა არჩევანი სტანისლავ ბონდარენკოზე გააკეთეს და მას დაუკავშირდნენ. როგორც ელენემ „ნიუპოსტს“ განუცხადა, მსახიობს შეთავაზეს ახალგაზრდა ბიჭის დასახმარებლად თბილისში ჩამოსულიყო. სტანისლავმა კი სიამოვნებით მიიღო წინადადება და ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე დათანხმდა გოგონებს.

ელენე თარგამაძე: სტანისლავი ქველმოქმედების მიზნით ჩამოდის. საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება 17 წლის მიხეილ სხვიტარიძის დასახმარებლად, რომელსაც აღენიშნება ოსტეოპოროზი და კუნძოვანი კვანძები. მას საქართველოში ჩაუტარდა რვა გადაუდებელი ოპერაცია, თუმცა საჭიროებს უცხოეთში მკურნალობას, რისთვისაც სოლიდური თანხაა საჭირო, ამის საშუალება კი ოჯახს არ აქვს. 10 მარტს, 19:00 საათზე გაიმართება სპექტაკლი “მე ბებია ილიკო და ილარიონი” მოზარდ მაყურებელთა თეატრში, რომელშიც ზურიკელას როლს შეასრულებს სტანისლავი. ხოლო 21:00 საათზე „floor 8″- ში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება, რომელსაც დაესწრებიან მოწვეული სტუმრები. ბილეთის ფასი: 30,40,50. საქველმოქმედო კონცერტის ფასი 100 ლარი. საქველმოქმედო კონცერტზე იმღერებენ ქართული ესტრადის ვარსკვლავები, ხოლო იცეკვებენ სუხიშვილები“.

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s