17 წლის ძალიან მაგარი ბიჭის ისტორია

1456465181099419 თოქ-შოუ   პროფილის ერთ-ერთი სტუმარი 17 წლის ლექსო იყო, რომლის ისტორია მართლაც რომ არავის დატოვებდა გულგრილს. ლექსო მიუხედავად ასაკისა, ლუკმაპურის საშოვნელად არანაირ შრომას არ თაკილობს და თავისი შრომით ნაშოვნი ფულით ავადმყოფ დედასა და უმცროს დას ეხმარება. მან მუშაობა საკმაოდ ადრე, 5 წლის ასაკში დაიწყო. ლექსო ზესტაფონის ბაზარში მყიდველებს ტვირთის გადატანაში ეხმარებოდა. დღეს ის თბილისშია და ისევ ტვირთს ეზიდება, მხოლოდ ტვირთს წონამ მოიმატა და 200 კილოგრამამდე იწონის. მიუხედავად მძიმე შრომისა, ლექსოს ერთი წუთიც კი არ უწუწუნია. ერთი დაბრკოლება რაც დედაქალაქში ჩამოსულ ბიჭს წინ დახვდა ეს მისი ასაკი იყო, რადგან ის არასრულწლოვანია მუშაობის დაწყება ძალიან გაუჭირდა. თუმცა არ დანებდა და მაინც მიაღწია იმას რომ თავისი შრომით ოჯახი ერჩინა.

ლექსომ გადაცემაში სტუმრობისას ისიც აღნიშნა, რომ სიამოვნებით დაიწყებდა სწავლას, თუნდაც პირველი კლასიდან ოღონდ ამის საშუალება ჰქონდეს. ის ხომ ოჯახში ერთადერთი მარჩენალია, რის გამოც 17 წლის ბიჭისთვის უკვე დიდი ხანია სკოლისკენ მიმავალი გზა ბაზრისკენ მიმავალმა გზამ ჩაანაცვლა.

„პატარა და მყავს 16 წლის არის, ბევრჯერ უთქვია ჩემთვის: ძამია შენს გვერდში წამოვალ, რასაც შენ აკეთებ, იმას გავაკეთებ მეც, მაგრამ არა, რავარც მე ვარ, ჩემო დაია, გამწარებული ცხოვრებაში, ისე არ მინდა, რომ გამწარდე შენ-მეთქი, ჩემი ნაშრომით და ჩემი ნაწვალებით, გასწავლი შენ, ისწავლი და არ დაიტანჯები ცხოვრებაში ჩემსავით“.

იმედია გამოჩდებიან ადამიანები, რომლებიც ამ მართლაც სამაგალითო ბიჭს დაეხმარებიან და ხელს გაუმართავენ. ის კი ისწავლის და კიდევ ბევრ დასახულ მიზანს მიაღწევს.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s