რუსი მეცნიერების სენსაციური დასკვნა – სიცოცხლეს დედამიწაზე კოსმოსიდან წარმოიშვა

image

ინტერნეტგამოცემა Eadaily-ს ცნობით, რუსმა მეცნიერებმა შეისწავლეს მეტეორის ნამსხვრევები და აღმოაჩინეს მიკროორგანიზმები, რომლების ასაკიც ჩვენი პლანეტის ასაკის ტოლია და 4 მილიარდ წელს აღემატება. მეცნიერების აზრით ეს ფაქტი ადასტურებს იმ ჰიპოთეზას, რომ სიცოცხლე დედამიწაზე კოსმოსიდან იყო შემოტანილი.
ამავე დასკვნამდე ადრე ამერიკელი მკვლევარი მაკკეინი მივიდა, რომელმაც შეისწავლა მეტეორი, რომელიც მისი ვარაუდით პლანეტა მარსს მოსწყდა, მაგრამ მის მიერ წარმოდგენილ ფოტოებზე გამოსახული ობიექტები იმდენად მცირე მასშტაბის იყო, რომ არადამაჯერებლი აღმოჩნდა.
რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის პალეონტოლოგიური ინსტიტუტის დირექტორის ალექსეი როზანოვი, წარმოდგენილი ფოტომასალის საფუძველზე აცხადებს, რომ პლანეტა დედამიწა მისი წარმოშობისთანავე იბომბებოდა მეტეორიტებით, რომლებზეც მრავლად იყვნენ სხვადასხვა მიკროორგანიზმები. ჰიპოთეზის თანახმად, ამ მიკროორგანიზმებს შეუძლიათ სიცოცხლე განაგრძონ კოსმოსშიც, რადგან ისინი იმყოფებოდნენ მეტორზე არსებულ ყინულში. ამასთან, მიკროორგანიზმები აღმოაჩინეს კოსმოსურ მტვერშიც, რომელიც კოსმოსურ სადგურზე დაილექა.
აღსანიშნავია, რომ ადრე ევროპელმა ასტროფიზიკოსებმა ასევე აღმოაჩინეს კოსმოსში სიცოცხლის არსებობა. გაზისებრ ღრუბელში, რომელიც ჩვენი გალაქტიკის ცენტრში იმყოფება, 26 ათასი სინათლის წლის მანძილზე, მათ აღმოაჩინეს მოლეკულები, რომელიც დნმ-ის შემადგენლობაში შედის.
ზემოთთქმული არა მარტო იმას ამტკიცებს, რომ დედამიწაზე ცოცხალი ორგანიზმები კოსმოსიდან მოხვდა, არამედ მის
საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჩვენი ცივილიზაციის პარალელურად კოსმოსში შესაძლებელია წარმოშობილიყო, ევოლუცია განეცადა და განვითარებულიყო სხვა ცივილიზაციებიც.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s