„მე თქვენ მიყვარხართ! ნუ მლანძღავთ!“- დეა ადამიას პასუხი კრიტიკოსებს

1456746987493701„ჯეობარელი“ დეა ადამია რამდენიმე წლის წინ სწორედ ამ პროექტით გაიცნო მაყურებელმა. მას შემდეგ ის რამდენჯერმე აღმოჩნდა ყურადღების ცენტრში. ამჯერად კი სოციალურ ქსელს დეას რამდენიმე ვიდეო, რომელიც დუბაიში გადაიღო და შემდეგ ფეისბუკის პირად გვერდზე ატვირთა, ვირუსივით მოედო მთელ ინტერნეტს. ადამიანთა ნაწილი მას აკრიტიკებს, ზოგისთვის კი ეს სახალისო ვიდეოები მხოლოდ და მხოლოდ გართობის კარგი საშუალებაა. ალბათ გაინტერესებთ რას ფიქრობს ამ რეაქციის შესახებ მთავარი გმირი. ამის პასუხი კი თავად გამოაქვეყნა ფეისბუკში: Continue reading

Advertisements

რუსი მეცნიერების სენსაციური დასკვნა – სიცოცხლეს დედამიწაზე კოსმოსიდან წარმოიშვა

image

ინტერნეტგამოცემა Eadaily-ს ცნობით, რუსმა მეცნიერებმა შეისწავლეს მეტეორის ნამსხვრევები და აღმოაჩინეს მიკროორგანიზმები, რომლების ასაკიც ჩვენი პლანეტის ასაკის ტოლია და 4 მილიარდ წელს აღემატება. მეცნიერების აზრით ეს ფაქტი ადასტურებს იმ ჰიპოთეზას, რომ სიცოცხლე დედამიწაზე კოსმოსიდან იყო შემოტანილი.
ამავე დასკვნამდე ადრე ამერიკელი მკვლევარი მაკკეინი მივიდა, რომელმაც შეისწავლა მეტეორი, რომელიც მისი ვარაუდით პლანეტა მარსს მოსწყდა, მაგრამ მის მიერ წარმოდგენილ ფოტოებზე გამოსახული ობიექტები იმდენად მცირე მასშტაბის იყო, რომ არადამაჯერებლი აღმოჩნდა. Continue reading

სტანისლავ ბონდარენკო თბილისში ჩამოდის

1456475692823517

რუსეთში მოღვაწე, უკრაინელი მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო საქართველოში ჩამოდის. ქართველი ქალების გულთამპყრობელი თბილისს 9 მარტს ეწვევა. მისი ვიზიტი ქველმოქმედებას უკავშირდება. ყველაფერი კი ასე დაიწყო. ორმა გოგონამ, ელენე თარგამაძემ და ნათია ქარდავამ სოციალური ქსელიდან შეიტყვეს, რომ 17 წლის მიხეილ სხვიტარიძეს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და დახმარება ესაჭიროებოდა. გოგონებმა არჩევანი სტანისლავ ბონდარენკოზე გააკეთეს და მას დაუკავშირდნენ. როგორც ელენემ „ნიუპოსტს“ განუცხადა, მსახიობს შეთავაზეს ახალგაზრდა ბიჭის დასახმარებლად თბილისში ჩამოსულიყო. სტანისლავმა კი სიამოვნებით მიიღო წინადადება და ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე დათანხმდა გოგონებს. Continue reading

17 წლის ძალიან მაგარი ბიჭის ისტორია

1456465181099419 თოქ-შოუ   პროფილის ერთ-ერთი სტუმარი 17 წლის ლექსო იყო, რომლის ისტორია მართლაც რომ არავის დატოვებდა გულგრილს. ლექსო მიუხედავად ასაკისა, ლუკმაპურის საშოვნელად არანაირ შრომას არ თაკილობს და თავისი შრომით ნაშოვნი ფულით ავადმყოფ დედასა და უმცროს დას ეხმარება. მან მუშაობა საკმაოდ ადრე, 5 წლის ასაკში დაიწყო. ლექსო ზესტაფონის ბაზარში მყიდველებს ტვირთის გადატანაში ეხმარებოდა. დღეს ის თბილისშია და ისევ ტვირთს ეზიდება, მხოლოდ ტვირთს წონამ მოიმატა და 200 კილოგრამამდე იწონის. მიუხედავად მძიმე შრომისა, ლექსოს ერთი წუთიც კი არ უწუწუნია. ერთი დაბრკოლება რაც დედაქალაქში ჩამოსულ ბიჭს წინ დახვდა ეს მისი ასაკი იყო, რადგან ის არასრულწლოვანია მუშაობის დაწყება ძალიან გაუჭირდა. თუმცა არ დანებდა და მაინც მიაღწია იმას რომ თავისი შრომით ოჯახი ერჩინა. Continue reading

საქართველოში დროშები დაშვებულია – ანანიაშვილი მოსკოვში ცეკვავს

1456418715828836ინო ანანიაშვილი მოსკოვშია. ქართველი პრიმა ბალერინა თავისი პედაგოგის რაისა სტრუჩკოვას ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას, რომელიც დღეს 25 თებერვალს იმართება. კონცერტის რეჟისორიც თავად ნინო ანანიაშვილია, მოსკოვში იმყოფება თბილისის საბალეტო დასის ერთი ნაწილიც.

Continue reading